03:26 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 13:17:55, 1471 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები“ შესახებ რეგიონალური შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ვერე პალასში“ პროექტის - „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“  შესახებ რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, პროექტში ჩართული ქვეყნების: საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის წამომადგენლებმა,  შემუშავებული ტყის მდგრადი მართვის ეროვნული  კრიტერიუმები და ინდიკატორები წარმოადგინეს. ასევე,  გაეროს ვროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) ტყის მონიტორინგის სპეციალისტთა ჯგუფმა,  პროექტში მონაწილე ქვეყნებს  გამოცდილება გაუზიარეს, რაც   გათვალისწინებული იქნება ტყის მდგრადი მართვის სისტემის  შემუშავების პროცესში, რომელიც მომავალში გამოიყენება ტყის მართვის მონიტორინგისთვის, ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშგებისთვის. 

შეხვედრას  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და  UNECE/FAO-ს 7 ქვეყნის წარმომადგენელი  (პოლონეთი, ფინეთი, შვეიცარია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუსეთის ფედერაცია) ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics