|
2018-02-21 12:20:02, 1487 ნახვა
საზოგადოება
შატბერაშვილის N4-ში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შატბერაშვილის N4-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, განახლდება საკანალიზაციო სისტემა, გამოიცვლება მილები, რის შემდეგაც, გარე პერიმეტრზე, რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ. „აღნიშნულ მისამართზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების გაუმართავი ქსელი კორპუსში მცხოვრებ 97 ოჯახს პრობლემებს უქმნიდა. შესაბამისად, ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადების საფუძველზე, გამგეობამ საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დააფინანსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით, 50 000 ლარი გამოიყო. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობას, თუმცა უკვე ახალი წესით. ამ წესის მიხედვით, საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამხანაგობას სრულად, 100%-ით დაუფინანსდება. თავად ამხანაგობას კი, ეკისრება ვალდებულება, რომ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მოვლა-პატრონობას მოახმაროს“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია შატბერაშვილის N4-ში დაახლოებით, ერთი თვეში დასრულდება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)