|
2018-02-21 11:52:27, 1495 ნახვა
საზოგადოება
ბრისტოლში საქართველოს საკონსულო გაიხსნა
ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია გაიმართა. საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს საპატიო კონსული, დერეკ პიკაპი წარუდგინა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ბრისტოლში საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე. ელჩმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და კონსულს ამ მნიშვნელოვანი როლის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. დერეკ პიკაპი მრავალი წელია ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქეა. ბრისტოლსა და თბილისს შორის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა ყოველწლიური საზეიმო ვახშამი „ქართული სუფრა“, რომელსაც 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო,მათ შორის ბრისტოლის ლორდ მერი ლესლი ალექსანდრე. ვახშამზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული ეროვნული კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ. აღსანიშნავია,რომ საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღმავებას და ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს დესპანი ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგნელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელჩმა საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. ასევე, განხილულ იქნა ქალაქებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)