2024-07-31 13:23:54, 417 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა
![]() “თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კაფე “დაფნა“ გაიხსნა. ამ დრომდე სახლური ხინკლისა და მოდერნისტული ქართული კერძების სივრცე მომხმარებელს მხოლოდ თბილისში, ერთ ლოკაციაზე მასპინძლობდა. 2022 წელს ფორბსის “დაფნა“ “The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi“ -ის სიაში მოხვდა და ტურისტულ გზამკვლევებში უმაღლესი რეიტინგით სარგებლობს. კაფე ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერში, ისტორიულ შენობაში მასპინძლობს სტუმრებს და იმეორებს თბილისში არსებული ფილიალის მინიმალისტურ კონცეფციას. “დაფნა“ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წლიანი პარტნიორობისას დავრწმუნდით, რომ მათთვის პრიორიტეტი ხარისხია, სწორედ ამიტომ, ძალიან მარტივად შევთანხმდით ახალი ფილიალისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმს გამორჩეული ლოკაცია შეემატა და მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს“,- განაცხადა “თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნოდარ ბარბაქაძემ. “თავდაპირველად გაჩნდა გაფართოების იდეა, შემდეგ სურვილი, რომ არა თბილისში, არამედ ბათუმში შეგვექმნა სივრცე, რომელიც სახლური ხინკლით გაუმასპინძლდებოდა სტუმრებს. ვუფრთხილდებით იმ სიყვარულს და ნდობას, რომელიც დავიმსახურეთ, ამიტომ კაფე “დაფნა“ ბათუმში იმეორებს დამკვიდრებულ ხარისხს და სტანდარტს. იმედი გვაქვს, რომ აქაც გავხდებით მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი“,- განაცხადა კაფე “დაფნას“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ მამეიშვილმა,
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოლაპარაკებები სტამბულში - უკრაინა და რუსეთი მშვიდობისგან შორს არიან
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს
![]() რუსებმა სუმის ოლქს რაკეტებით დაარტყეს - არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|