04:10 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 17:46:22, 367 ნახვა

ეკონომიკა
Global Brands Magazine-მ „საქართველოს ბანკი“ 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დაასახელა

"საქართველოს ბანკმა" მორიგი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტი 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დასახელდა. დაჯილდოება „Global Brand Awards“  ბრიტანული გამოცემა Global Brands Magazine-ის ინიციატივით იმართება და იგი სხვადასხვა ინდუსტრიაში გამორჩეული მიღწევებისა და პერფორმანსის მქონე ინსტიტუტების წარმოჩენასა და აღიარებას ემსახურება. წელს, ქვეყნის მასშტაბით, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებს შორის, გამოცემის ფოკუსში მხოლოდ "საქართველოს ბანკი" მოხვდა. იგი საბანკო სექტორში უნიკალური და გამორჩეული სერვისის მიმწოდებელ ბრენდად შეფასდა.

"საქართველოს ბანკმა" ეს აღიარება მოიპოვა ინოვაციის, ხარისხის, ბრენდის აქტივობების, მაღალი დონისა მომსახურებისა და პერფორმანსის კუთხით გაწეული ძალისხმევის გამო, რაც  რეგიონში მტკიცე საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია Global Brands Magazine-ის შეფასებაში.

"მოხარული ვართ, რომ საბანკო სისტემის განვითარებაში "საქართველოს ბანკის" მიერ შეტანილი წვლილი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო გამოცემის მიერ. ყველაზე სანდო საბანკო ბრენდის ტიტული ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელიც "საქართველოს ბანკმა" გასული წლების განმავლობაში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მისაღწევად, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვისა და ბრენდის გაძლიერებისთვის გასწია. ყველა პროცესი, რომელიც "საქართველოს ბანკში" ხორციელდება, სწორედ სანდოობის მაღალი სტანდარტების განმტკიცებას ემსახურება, ამიტომ ვამაყობთ, რომ დაჯილდოების ფარგლებში ბანკმა ამგვარი შეფასება დაიმსახურა. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს, მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ყველაფერი გვაძლევს ძალას, არ გავჩერდეთ და არაერთი საინტერესო ინიციატივა განვახორციელოთ“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ინფორმაციისთვის, Global Brands Magazine ბრიტანული გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბრენდის შესახებ მოსაზრებებსა და სიახლეებს აშუქებს. დაჯილდოების ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს კი როგორც გამოცემის მკვლევართა გუნდი, ისე დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტო აფასებს. ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებსა და კომპანიებს, რომლებიც ფინანსების, განათლების, ტექნოლოგიების და სხვა ინდუსტრიების მასშტაბით გამორჩეულ პერფორმანსს აჩვენებენ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი