2024-07-24 20:07:02, 328 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით ახალი ევროპული დანიშნულება მისცა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ. პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ქვეყანა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით „ახალი ევროპული დანიშნულება" მისცა. პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) ფარგლებში გამართულ რიგით მე-5 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება რუმინეთის დედაქალაქ ბუქრესტში ჩატარდა და მასში საქართველოს დელეგაცია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი მოწვევით მონაწილეობდა. დელეგაციაში ასევე წარმოადგენდა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი. თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მინისტერიალის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით, აშშ - ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანს ჯენიფერ გრანჰოლმს ფორუმზე მოწვევისთვის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას ენერგორესურსების და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის, ელექტროენერგიის და გაზის გადაცემის ქსელების გაძლიერების, აგრეთვე რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების კუთხით. მან ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით „მწვანე ენერგეტიკაში" ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივი წარმოების 80%-მდე მოდის განახლებადი ენერგიებზე, უმეტესად ჰიდროენერგიაზე, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარი წყაროა. მისი თქმით, ქვეყანაში მწვანე ენერგიის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა აამოქმედა, შედეგად, ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გაიზარდა. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების ათწლიანი გეგმაზე, აგრეთვე სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოში ინერგება და ზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს. გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა ელექტროენერგიის ქსელში შემნაცველი ბატარეების სისტემის დანერგვაზე, აგრეთვე მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის ამოქმედებაზე. მინისტრის მოადგილის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონულ თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ. "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოსა და მთელ რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდების შესაძლებლობას", - განაცხადა გენადი არველაძემ. თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთგულებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. "ჩვენი შემდეგი მიზანია, მივაღწიოთ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა წინ წავიწიოთ რეფორმების პროცესში აღებული ვალდებულებების შესაბამისად", - აღნიშნა გენადი არველაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
უკრაინული მედია - რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის 2 დასახლებული პუნქტი დაიკავა
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს
დღის თემა
|