|
2024-07-02 15:51:53, 782 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეოთხე პლენარული შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეოთხე პლენარული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მართვის პლატფორმაა, რომელზეც ბოლო 4 წელი აქტიურად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილში არაერთი გამოწვევა გვაქვს, თუმცა, ეტაპობრივად მივიწევთ წინ. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება, რომელზე დაყრდნობითაც ეროვნული სტრატეგია შეიქმნება; გზამკვლევში გაიწერება პროგრამა და განისაზღვრება ღონისძიებები“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. დღეისათვის, გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება მსოფლიო გამოწვევაა. ევროპული „მწვანე შეთანხმებით“ ევროკავშირი აყალიბებს ახალ მიდგომებს, რომელსაც იზიარებს საქართველო და ეტაპობრივად ნერგავს არაერთი მიმართულებით. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ძირფესვიან, სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს, რაც გამართული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღებას ითვალისწინებს. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის შემუშავება დაიწყო, რაც სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს; გზამკვლევი გრძელვადიან ხედვასა და მის მისაღწევად საჭირო ძირითად ინიციატივებს განსაზღვრავს. გზამკვლევი ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკის 2020 წლის სამოქმედო გეგმას ეფუძნება, რომელიც „მწვანე შეთანხმების“ ძირეული ნაწილია. საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეოთხე პლენარული შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)