01:25 - 28 Jun, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-22 14:09:01, 231 ნახვა

ეკონომიკა
FitchRatings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელ BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა განსაზღვრა, როგორც სტაბილური

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, Fitch-ი ანგარიშში აღნიშნავს საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პროგნოზის მიხედვით კი, ქვეყანაში 2024 წელს მოსალოდნელია - 5.8%-იანი, ხოლო 2025-2026 წლებში, საშუალოდ, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

"სააგენტო პოზიტიურად აფასებს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეფექტიან ფისკალურ პოლიტიკას, ასევე ხაზს უსვამს სტაბილურ საბანკო სექტორს. აღნიშნულია მიმდინარე პერიოდში არსებული დაბალი ინფლაცია და მთავრობის ვალის ზომიერი დონე, რაც მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

არსებული BB რეიტინგი ასახავს შემდეგ ფაქტორებს:

მთავრობის ვალის ზომიერი დონე – საქართველოს მთავრობის ვალი (39.1%) BB რეიტინგის მქონე ქვეყნების მედიანურ (54%) მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. შიდა ვალის წილი, მთავრობის სტრატეგიის შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ვალთან მიმართებით ეტაპობრივად იზრდება.

სანდო ფისკალური პოლიტიკა - Fitch აღნიშნავს საქართველოს ბიუჯეტის მაჩვენებლების მოსალოდნელთან შედარებით გადაჭარბებით შესრულებას, რის შედეგადაც ბიუჯეტის დეფიციტი 2023-2024 წლის 2.5%-დან 2025 წელს 2.1%-მდე შემცირდება. ეს მაჩვენებელი 3%-იან ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალია.

მაღალი ეკონომიკური ზრდა - ქვეყანაში გაიზარდა შექმნილი დამატებული ღირებულება და პოტენციური ზრდის ტემპები, განსაკუთრებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო, ტექნოლოგიურ (ICT), სამშენებლო და ტურიზმის სექტორებში, მათ შორის, მიგრაციული პროცესების შედეგადაც. მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5% იქნება, რაც, ძირითადად, ადგილობრივი მოხმარებითა და ინვესტიციებით იქნება განპირობებული.

რისკების კუთხით ანგარიშში მითითებულია ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური გარემო და გეოპოლიტიკური ვითარება, რაც აისახა ქვეყნის პერსპექტივის პოზიტიურიდან სტაბილურით განსაზღვრაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველო ნატოს სამიტზე იქნება წარმოდგენილი
სტოლტენბერგი - ველოდები, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება
ცაჰკნა - სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება
რუსეთში სამგზავრო მატარებლის ცხრა ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა - არის მსხვერპლი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics