|
2024-05-30 11:46:04, 567 ნახვა
ეკონომიკა
Fitch Ratings-მა ბაზისბანკის რეიტინგი „B+“-ზე, „პოზიტიური“ პერსპექტივით დაადასტურა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა ბაზისბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) "B+"-ზე დაადასტურა, ”პოზიტიური” პერსპექტივით. მდგრადობის რეიტინგი (VR) ასევე „B+“-ზე დადასტურდა. როგორც Fitch Ratings-ი განმარტავს, ბანკის აღნიშნული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ასახავს ბანკის სტაბილურ კაპიტალიზაციასა და მომგებიანობას, ასევე ბანკის ბალანსის დოლარიზაციას, რაც საქართველოში საბანკო სექტორისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა. Fitch Ratings-ის განმარტებით, “პოზიტიური” პერსპექტივა ბანკის გრძელვადიან საკრედიტო რეიტინგზე განპირობებულია მათი მოლოდინით საქართველოში ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შენარჩუნდებაზე, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ბანკის აქტივების ხარისხზე, დაფინანსებასა და ლიკვიდურობაზე, ამასთან ხელს შეუწყობს ბანკის უკვე ძლიერი კაპიტალიზაციისა და მომგებიანობის სტაბილურობას. "ჩვენი ბანკი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს სტაბილური განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გაძლიერების მიმართულებით. წინა წელი ბანკმა დაასრულა შთამბეჭდავი შედეგებით: ჩვენ შევინარჩუნეთ მომგებიანობის სტაბილური ზრდა და მივაღწიეთ სესხებისა და კაპიტალის სოლიდურ წლიურ ზრდას, 19%-ისა და 15%-ის ოდენობით. მაღალი მომგებიანობის, მყარი კაპიტალიზაციისა და მზარდი აქტივების ბაზის მეშვეობით, ჩვენ შევძელით ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციის გამყარება, რაც აისახა ბანკის რეიტინგშიც“, - აღნიშნავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა. ბაზისბანკის შესახებ ბაზარზე 30-წლიანი წარმატებული ოპერირების გამოცდილებით, ბაზისბანკი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. შვილობილების, „ბბ ლიზინგისა“ და „ბბ დაზღვევის“ მხარდაჭერით, ბანკი ბიზნესს და საცალო კლიენტებს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო სერვისებს. 1000-მდე თანამშრომლისა და 40 ფილიალის მეშვეობით, ბანკი ემსახურება 200 ათასზე მეტ კლიენტს და ითვლისწინებს მდგრადი განვითარების პრიცნიპებს მის სტრატეგიაში, კულტურასა და ყოველდღიურ საქმიანობაში. ბანკის ორგანული ზრდა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო მყარი კაპიტალიზაციითა და პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მუდმივი მხარდაჭერით, გაძლიერდა საცალო და კორპორატიული პორტფელების ზრდით, რამაც ბანკი დინამიური ტრანსოფრმაციის ფაზაში გადაიყვანა და დაიწყო ბაზარზე პოზიციების გაძლიერების განახლებული გეგმის განხორციელება.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)