საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო'სულივანმა (Sean M. O'Sullivan) დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას.
„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა…” - ამ სიტყვებით გაიხსნა „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გამართული გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი ეპოქის ამსახველი ფოტოგამოფენა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია, ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის სახლის გახსნას დაესწრნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ხუბუამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა „თელასის“, „ყაზტრანსგაზის“, „აუთდორ.ჯის“, „ალმა+“-ის, „კავკასუს ონლაინისა“ და „სილქნეტის“ წარმომადგენლებთან გამართა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 23-26 თებერვალს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გივი გ. საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More