00:36 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 11:49:51, 366 ნახვა

ახვლედიანი: ბევრი გახმაურებული საქმე ერთი და იგივე მოსამართლეებთან ხვდებოდა, რაც წარმოუდგენელი იყო

კატეგორიები არ გამიუქმებია, უბრალოდ მასში მყოფ მოსამართლეებს ბრძანებით დავავალე სხვა კატეგორიის საქმეებიც განეილათ, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს მართლმსაჯულების სახლში განუცხადა.

ახვლედიანის განმარტებით, აღნშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა სიმცირის გამო მიიღო.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე ერთი და იგივე მოსამართლეებთან ხდებოდა, რაც წარმოუდგენელი იყო.

„კატეგორიები არ გამიუქმებია, მასში მყოფ მოსამართლეებს ბრძანებით დავავალე განხილათ სხვა კატეგორიის საქმეებიც. ეს გავაკეთე მოსამართლეთა სიმცირის გამო. მოსამართლეები ვერ ახერხებდნენ ვერც შვებულებაში და ვერც მივლინებაში წასვლას. ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე ერთი და იგივე მოსამართლეებთან ხვდებოდა, რაც იყო წარმოუდგენელი და ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა საზოგადოებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.

ჩემთვის გასაკვირია, თვითონ საბჭოს ბევრჯერ ჰქონდა მოთხოვნა, გაგვეუქმებინა კატეგორიები. როცა შეიქმნა ეს კატეგორიები, ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. ამით მოხდა ოპტიმიზაცია მოსამართლეთა რაოდენობის კლების გამო“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics