საფრანგეთის „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა ფრანგებს ბოდიში მოუხადა, იმის გამო, რომ მისი მეუღლე თანაშემწის სტატუსით ანაზღაურებას იღებდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
"ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს.
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების საპროტესტო მსვლელობისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მოედანზე მდებარე საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.
საქართველოს პრეზიდენტი ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ცენტარლურ მაგისტრალებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
ბათუმში, კიკვიძის კუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებულ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ. მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეა. მან სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დონალდ ტრამის საიმიგრაციო პოლიტიკას მხარი დაუჭირა და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა მისი მოქმედება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღადგინოს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელიც დამასკოსთან ახლოს მდებარე სირიის სამხედრო ციხე საიედნაიაში ადამიანთა სიკვდილით დასჯისა და წამების ფაქტებს ეხება, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ავიარეისის ეკატერინბურგი-თბილისის მგზავრი თვითმფრინავის დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა, - ამის შესახებ Tass-ი „ურალის ავიახაზების“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More