|
2017-02-07 11:57:25, 2831 ნახვა
მსოფლიო
Amnesty International: სირიის ციხეში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელიც დამასკოსთან ახლოს მდებარე სირიის სამხედრო ციხე საიედნაიაში ადამიანთა სიკვდილით დასჯისა და წამების ფაქტებს ეხება, - ამის შესახებ BBC იუწყება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით სასამართლოს გარეშე 5 ათასიდან 13 ათასამდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ასეთი დასკვნები ციხის ყოფილი ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და ყოფილი პატიმრების ჩვენებების საფუძველზე გაკეთდა. "რთული წარმოსადგენია, რომ მსგავსი მასშტაბური და სისტემატური მოქმედება სანქცირებული არ ყოფილიყო სირიის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ", - აცხადებენ დასკვნის ავტორები. როგორც ორგანიზაციის დასკვნაშია ნათქვამი, გამოძიების დროს მათ ინტერვიუ აიღეს 31 ყოფილი პატიმრისგან, 4 ციხის თანამშრომლისგან, 3 ყოფილი მოსამართლისგან, 3 ექიმისგან, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალ ტიშრინში მუშაობდნენ, 4 სირიელი ადვოკატისგან, 17 საერთაშორისო და სირიელი ექსპერტისგან და 22 მოქმედი თუ ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრებისგან. Amnesty Internationa-ის ცნობით, საიედნაიას ციხეში არსებობს ორი კორპუსი: "წითელი" და "თეთრი". "წითელ" კორპუსში მყოფ ათასობით დაკავებულს საიდუმლოდ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე სიკვდილით სჯიდნენ. Human Rights Data Analysis Group-ის მიხედვით, 2011 წლიდან 2015 წლამდე სირიის სახელმწიფო ციხეებში საშუალოდ თვეში 300-ს ადამიანს კლავდნენ. საერთო ჯამში, ამ ციხეებში 17,7 ათასი ადამიანი მოკლეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)