|
2017-02-07 11:22:37, 1152 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეწვევა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებს-ლიტვის რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსს, ესტონეთის რესპუბლიკაში ქ. ტალინსა და ლატვიის რესპუბლიკაში ქ. რიგას ეწვევა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ლიტვის რესპუბლიკაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დარიუს სკესევიჩიუსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ვიტაუტას უმბრასასთან, სეიმის ვიცე- სპიკერთან გედიმინას კირკილასთან, სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან უოზას ბერნატონისთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის (EESC) მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მუშაობაში-„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია: გამოწვევები და გადაწყვეტილებები“. ესტონეთის რესპუბლიკაში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ტოომას ვიტსუტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სვენ მიქსერთან, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ერიკ-ნილს ქროსთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მაიკო ჰალჯასთან. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა ტალინის მეოთხე ყოველწლიური კონფერენციის გახსნით სესიაზე. ლატვიის რესპუბლიკაში, აგრეთვე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან რაიმონდს ბერგმანისთან, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორთან იანის საარტსთან და საეიმა-ს (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს ერიკს კალნინშთან. ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამუშოა ვიზიტის დასრულების შემდეგ, ვიქტორ დოლიძე 14-17 თებერვალს საფრანგეთის რესპუბლიკაში ქ. სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე შეხვედრაზე. (NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)