18:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
,,თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა
საქართველოსა და შვედეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“,

 

პროკურატურა მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ასაჯაროვებს

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

 

2016 წელს არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამებით 784 პირმა ისარგებლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ განრიდების პროგრამების 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის სამთავრობო დელეგაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

 

პროკურატურა მოსამართლეების საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს
იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა  სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხის განხილვა უკვე პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მოხდება:

 

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

აჭარის საზღვაო კურორტები და ეკოტურისტული შესაძლებლობები ბალტიისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრში მოექცა.

 

საფრანგეთის ქალაქებში ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

საფრანგეთის ქალაქებში  ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფრანგ ღვინის პროფესიონალებს  შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი", „ანთაძის მარანი", „ხოხბის ცრემლები", „ოქრო ღვინო", „იაგოს ღვინო" და „კორტავების მარანი".

 

მდინარაძე: ჩვენს შენიშვნებზე პასუხები მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ანა დოლიძის პროფესიონალიზმის ხარჯზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე  წარმოდგენილ პრეზიდენტის შენიშვნებზე დღეის შემდეგ მსჯელობაც არ ღირს.

 

„გალტ & თაგარტი“ კორპორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა

სს „გალტ & თაგარტი“ კომპანია Cbonds-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, კორპორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით, მთელს კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის სამთავრობო დელეგაციას ხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას ხვდება.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოვა

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელისაბდ გიგუს შეხვდა.

 

ბესელია ანა დოლიძეს: არავის სჭირდება ლექციების წაკითხვა, გთხოვთ, არგუმენტებით მოკლე პასუხებზე გადახვიდეთ

იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე  კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. დოლიძე კომიტეტს სასამართლოებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს. ზარდიაშვილმა მას კითხვით მიმართა:

 

მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივან არლემ დეზირს შეხვდა

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს არლემ დეზირს შეხვდა.

 

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა მუშებმა საპროტესტო მსვლელობთ თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს

„რუსთავის აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები და საქართველოს პროფესიული კავშირის წევრები თავისუფლების მოედანზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალთან საპროტესტო აქციას მართავენ.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics