20:12 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ხუციშვილი კილაძის შვილისთვის წამლის ე.წ. ჩადების ბრალდებაზე: გამოვრიცხავ, პოლიცია ამ მეთოდებს იყენებდეს

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე მისი მხრიდან  რაიმე შეფასების გაკეთება მართებული არ იქნება.

 

დოლიძე: მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ.

ხუციშვილი შსს-ს და სუს-ს შორის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები ორ ძალოვან უწყებას-სუსსა და შსს-ს შორის დაპირისპირებად უკავშირდება.

 

ხუციშვილი: პოლიცია ბათუმში შეუმჩნევლად პატრულირებდა, ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვიყავით

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, არასწორია საუბარია იმის თაობაზე, რომ მთელი ბათუმის გადაწვა მიმდინარეობდა.

 

შალვა ხუციშვილი: ბათუმის შემთხვევა საქართველოს პოლიციის გამოცდილებაში უპრეცედენტო იყო

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიციის გამოცდილებაში ბათუმის შემთხვევა უპრეცედენტო იყო, რადგან  მოვლენები სტიქიურად განვითარდა და ორგანიზატორები წინასწარ არ იყო ცნობილი.

 

ქუმსიშვილი: „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგი ასახავს, რამდენად წინ არის სახელმწიფო ბიზნესთან ურთიერთობაში

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) ორგანიზებით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე „ინოვაციების როლი XXI  საუკუნის საქართველოში".
 

ხუციშვილი: სავარაუდოდ, გაგრძელდება იმ პირთა დაკავება, რომლებიც ბათუმში დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.

 

კანდელაკი: უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავადაც არის

„დავით უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავად არის და ისიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში შეყვანაზე“, - ასე  შეაფასა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

 

გიორგი მარგველაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის დასასრულს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო მართვის აკადემიას ეწვია, სადაც სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.

„ლეიბორისტები“ არ გამორიცხავენ, საკონსტიტუციო კომისია დატოვონ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მართავს.

 

სიიარტო: ვემხრობით საქართველოს ნატო-სთან მიახლოებას - მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების პირობებში უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევრო უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობისთვის ექსკლუზიურად გამოყო.

კანდელაკი: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის კომფორტის შექმნაში მდგომარეობს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგის კანდელაკის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთი აგრესიულ, მტრულ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღრმავებს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოიყენა.

 

თამარ ხულორდავა: პოლიტიკური კურსის დეკლარირების კუთხით, ვფიქრობ არანაირ პრობლემა არ არსებობს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას შეფასებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს იმაში, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ნატო-ში მისწრაფებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაჩნდეს.

 

იუსტიციის მინისტრის მოვალეობას დროებით ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს

მომდევნო ორი თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უხელმძღვანელებს, -ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს. 

ვიქტორ დოლიძე: რუსეთს ეს ქმედება ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან დამატებითი ძალების მობილიზების საკითხს გამოეხმაურა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics