|
2017-03-17 12:42:40, 1536 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის დასასრულს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო მართვის აკადემიას ეწვია, სადაც სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილს აკადემიის რექტორმა ურხან ალეკპეროვმა პირადად უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა. ურხან ალეკპეროვმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. გიორგი მარგველაშვილმა აკადემიის ხელმძღვანელობას დაფასებისათვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს დინამიური განვითარებისათვის განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მარგველაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ორი სახელმწიფოს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. მან ხაზი გაუსვა, რომ წინაპრების მიერ ჩადებულმა თანამშრომლობის ფუნდამენტმა სახელმწიფო ლიდერებს - ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევს რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების საშუალება მისცა, რამაც საქართველოს, აზერბაიჯანსა და მთელ რეგიონს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი არა მხოლოდ თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, არამედ ავსებენ ერთმანეთს და ახალ შესაძლებლობებს უხსნიან. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო ქმნის აზერბაიჯანის მდიდარი ენერგორესურსების ტრანსპორტირების შესაძლებლობებს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება იმ ფართომაშტაბურ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებზე გაამახვილა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს; მათ შორის, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენებს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი მუდმივად განიხილავენ ახალ ინიციატივებს თანამშრომლობის განვითარებისათვის. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებს ქმნის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამ, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადაიყვანა და ამით ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვისაც ახალი შესაძლებლობები შექმნა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ახლა, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალ თაობას ენიჭება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)