11:40 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დავით ბაქრაძე: საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში

ამერიკის შეერთებულ  შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამერიკა საქართველოს განიხილავს, როგორ მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში.

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში ახალი ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა

გურიის რეგიონში შპს „იუვის ბერის“ -მა  „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა.

 

გვენეტაძე: მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დაეხმარება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დაეხმარება, - აღნიშნული განცხადება საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.  

დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ინ-ჩანგ სონგს შეხვდა.
 

სოფო ვერძეული: მოსამართლეთა შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, საჭიროა რეფორმის ახალი ეტაპი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებების მიღების მიუხედავად, შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა. 

ლევან იზორია სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას ესწრება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო. 

აშშ-ის მიერ ქურთული შენაერთების შეიარაღებით მომარაგება თურქეთისთვის მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქურთული შენაერთების შეიარაღებით მომარაგება თურქეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

ჩინეთში მიწისძვრა მოხდა - დაიღუპა 8, დაშავდა 20 ადამიანი

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინზიანის პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 20 კი, დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ83 დაკეტილია, ხოლო დიზი-ლახამულა მონაკვეთზე კმ91-კმ101 ცალმხრივად გახსნილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის. 

შსს-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით  იმყოფებოდნენ.
 

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.შ., 1995 წელს დაბადებული გ.ნ., 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 2000 წელს დაბადებული თ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ფოთში დააკავეს.

დოლარი დღეს 2.4362 ლარი ღირს

ლარი დოლართან  და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

საფრანგეთის მთავრობა გადადგა

საფრანგეთს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

Le Monde: დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში

"დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში", - აღნიშნული სათაურით გამოცემა Le Monde-მ სტატია გამოაქვეყნა. 

დიზი-ლახამულას საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ101 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 11 მაისის დილის 09.00 საათამდე.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics