|
2017-05-11 10:29:31, 529 ნახვა
ლევან იზორია სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას ესწრება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო. საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა (IDEF) ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან ფიქრი ისიკთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. განსაკუთრებული ყურადღება უახლოეს მომავალში ბათუმში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ მინისტერიალზე გამახვილდა, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრები სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. დოკუმენტი სამხედრო სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარია. საუბარი სამხედრო განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობასაც შეეხო. საუბრის ბოლოს კი, ლევან იზორიამ კოლეგა თურქეთის მაღალი რანგის სხვა სტუმრებთან ერთად ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მოიწვია. გამოფენის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდა. (NS)
აშშ უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს
ირაკლი ფავლენიშვილი - რიყის თეატრის ნგრევას საფუძვლად უდევს პირადი შურისძიება
Axios: 60-ზე მეტმა ამერიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს
ჩინეთი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)