|
2017-05-11 07:53:48, 2387 ნახვა
მსოფლიო
Le Monde: დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში
"დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში", - აღნიშნული სათაურით გამოცემა Le Monde-მ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარი 700-გვერდიან საკანონმდებლო აქტს შეეხო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი და რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. „ვაშინგტონში მიღებულ ბიუჯეტის 700-გვერდიან დოკუმენტში ნახსენებია ამერიკიდან ასე შორს მყოფი საქართველოც. ეს ტექსტი შესაძლოა, მოსკოვმა შეაფასოს ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთ არაორდინალურ ნაბიჯად, რომლითაც ამ ბოლო დროს ტრამპი ასე აოცებს კრემლს. ტექსტში, რომელიც დეტალურ რეკომენდაციებს აძლევს ამერიკის ფედერალურ უწყებებს, ნახსენებია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, - წერს სტატიის ავტორი. როგორს სტატიაშია ნათქვამი, ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ყველა იმ პროგრამის, სახელმწიფოს დაფინანსება და მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ. „აკრძალვა ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც, რუსეთის გავლენით, უკვე აღიარეს საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა - ვენესუელას და კიდევ რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს. დოკუმენტი დახმარებას ითვალისწინებს ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებმაც საქართველოს მსგავსად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტს, რომელიც ამერიკის კონგრესმა და წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცეს, დონალდ ტრამპმა 6 მაისს მოაწერა ხელი. და ეს ხდება იმ პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც, თითქოს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კრემლთან ყირიმის შესაძლო აღიარების საკითხის განსახილველადაც კი მზად იყო“, - აღნიშნულია სტატიაში. სტატიის ავტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისთვის არც ჯორჯ ბუშისა და არც ბარაკ ობამას ადმინისტრაციებს ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუციათ.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)