12:46 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 11:05:13, 479 ნახვა

დავით ბაქრაძე: საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში

ამერიკის შეერთებულ  შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამერიკა საქართველოს განიხილავს, როგორ მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში.

ბაქრაძის თქმით, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  

„ვიცე-პრემიერ მაიკ პენსთან შეხვედრის დროს ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ამ კუთხით აშშ-ის ურყევი პოზიციის შესახებ. მივიღეთ გზავნილები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისწრაფებების აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული საკითხების გაღრმავებისადმი მზაობას აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. შემდგომი შეხვედრები უკვე გამსჭვალული იყო ამ პოზიტიური  სულისკვეთებით და, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ქართულმა მხარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩის განმარტებით, სახელმწიფო მდივანთან ხელშეკრულების ხელმოწერა მაღალი სანდოობის კიდევ ერთი დასტური იყო.

„საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე, სანდო პარტნიორს რეგიონში საიდუმლოების დაცვისა და კონტრტერორისტულ საკითხებში თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ასევე იქნება ერთგვარი დოკუმენტი, რომელიც სათავეს დაუდებს კიდევ სხვა ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს უსაფრთხოების კუთხით. შეხვედრები შედგა კონგრესში, სენატორებთან, რითაც ერთი მხრივ ჩვენ გამოვხატეთ მადლიერება იმ მხარდაჭერისადმი, რომელიც საქართველოს არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით გამოხატა კონგრესმა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საბიუჯეტო კანონში - 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნების აქტში საქართველოს ცალკე თავი დაეთმო. თავში სახელწოდებით, „საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“ - აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში, კონგრესს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ მოახსენოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს
ირაკლი ფავლენიშვილი - რიყის თეატრის ნგრევას საფუძვლად უდევს პირადი შურისძიება
Axios: 60-ზე მეტმა ამერიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს
ჩინეთი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics