13 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ესტონეთში ლენარტ მერის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორების უსაფრთხოება" მონაწილეობა მიიღო, სადაც განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ესტონეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტობისა და ნატოსა და ევროკავშირის როლი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.