საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის საკითხს ქართული მხარე ჟენევაში დააყენებს
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საინჟინრო ნაგებობების აშენება არის არაკანონიერი ქმედებების გაგრძელება, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით სანაკოევის ინიციატივას, ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვის შესახებ.