|
2017-05-13 11:05:31, 2317 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: რუსეთში არანაირი ქონება არ მაქვს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გამოძიების ფედერალურ ბიუროში მის წინააღმდეგ საქმეს არ აწარმოებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია NBCNEWS-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, მან FBI-ის ყოფილი დირექტორს ჯაიმს კომის, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდებ მის გათავისუფლებამდე ჰკითხა. ტრამპის თქმით, ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პირადად მიიღო, რადგან ტრამპის შეფასებით, FBI-ის ყოფილი დირექტორი თვითრეკლამით იყო დაკავებული და ბიუროს არცხვენდა. "მისი თანამდებობიდან გათავისუფლება არის სტანდარტული საკანდორ ცვლილება და არანაირად, არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. კომი თვითრეკლამებს ეწევა. ის კარგი მოთამაშეა, მაგრამ მისი დირექტორობის პერიოდში FBI-ში არეულობა იყო. ის ვერ ართმევდა თავს ბიუროს მართვას, მიუხედავად პროკურორის რეკომენდაციისა, გადაწყვეტილება თავად მივიღე", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ჯეიმს კომი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების კრემლის წარმომადგენლებთან შესაძლო ფარული შეთანხმების შესახებ გამოძიებას ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი რუსეთთან შესაძლო კავშირებსაც გამოეხმაურა და აღნისნა, რომ რუსეთში არანაირ ქონებას არ ფლობს. "მე რუსეთში არანაირი ქონება არ მაქვს. ვიღაცეებს ჰგონია, რომ მოსკოვში რამდენიმე შენობას ვფლობ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა გითხრათ, რომ ფედერალური არჩევნების ბიუროში უამრავი დოკუმენტი შევავსე, უამრავ ფურცელს მოვაწერე ხელი, ამ ფურცლების ნახვა ყველას შეუძლია, სადაც ჩანს, რომ რუსეთში არავითარი ქონება არ მაქვს და არც კავშირები', - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)