საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს წარმატებული უწოდეს
ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ მიმდინარე რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.