|
2017-05-23 15:12:34, 1588 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრს, ფარუქ ჩელიქს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართული შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სოფლის მეურნეობის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და განხილული საკითხების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თურქ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა განსაკუთრებული და მეგობრული მასპინძლობისთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს აქვთ შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ და იმ საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც საქართველო თავისუფალი სავაჭრო ურიერთობის შეთანხმებით სარგებლობს, ერთობლივად მოახდინონ აგროსასურსათო პროდუქციის პოზიციონირება. „სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა აქტიურად დაეხმაროს ბიზნესსექტორს. ჩვენ გვაქვს მზაობა, აგრარული მიმართულებით თურქეთის მხარესთან ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა ორგანიზაციული საკითხების რეგულაციაში, ამ თანამშრომლობის ფარგლებში უფრო მეტი შედეგის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრმა, ფარუქ ჩელიქმა საქართველოს მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა თურქეთში საქონლის ხორცის ექსპორტი, მეთხილეობა და სანერგე მეურნეობები. მინისტრის განცხადებით, ორივე ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებმა ხელი უნდა შეუწყონ ბიზნესწრეების მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას და აგრარული დარგი კიდევ უფრო მომგებიანად აქციონ. „ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური ურთიერთობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდასა და იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა ფარუქ ჩელიქმა. შეხვედრაზე მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის ტექნიკური დეტალების მოგვარების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან აგრარულ დარგში თურქეთის გამოცდილების გაზიარების საკითხის მნიშვნელობასაც. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრის მრჩეველი, ალი აიბეი ესწრებოდნენ. (NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)