14:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კალაძე: საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას  სამომავლო განვითარების თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის სემინარი - ,,ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი”  მიმდინარეობს.

 

სეს-მა 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 23 ბიზნესოპერატორს კი, საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 23 ბიზნესოპერატორს კი, საწარმოო პროცესი შეუჩერა.

 

პრემიერი: ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ საჭიროებს თავისი სტრატეგიული პარტნიორების დიდ დახმარებას

აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ჯანელიძე: საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი იზრდება და ეს ვიზალიბერალიზაციის შედეგია

 „საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი იზრდება და ეს ვიზალიბერალიზაციის პრაქტიკული შედეგია“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. 

ვიქტორ დოლიძე: მარატ კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, რუსეთის მიერ ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნას მორიგ პროვოკაციად აფასებს.

 

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

ამერიკელი პროფესიონალები ქართულ ღვინის ბაზარს ეცნობიან

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ღვინის იმპორტიორები, სომელიეები და ღვინის მწერლები შედიან, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. ჯგუფის ხელმძღვანელია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანია ,, Marq Energie"-ის მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson). 

 

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

 

1 დოლარი 2.4144 ლარი ღირს

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე, ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

24 მაისის ანონსი

ანონსი

ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა

ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა. 

კობახიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული

ირაკლი კობახიძემ, ბერლინში კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით გამართული კონფერენცია შეაფასა.

გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დე-ფაქტო ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დე-ფაქტო ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად მარატ კულახმეტოვი დანიშნა, - ამის შესახეи Tass იუწყება.

გელა მიქაძის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ საუდის არაბეთში მის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის დეპუტატ გელა მიქაძის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ საუდის არაბეთში მის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics