13:27 - 29 Oct, 2026
|
2017-05-23 15:10:33, 2498 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცი მანჩესტერის სამხრეთ ნაწილში დააკავეს. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გასულ ღამეს მანჩესტერ არენასთან მომხდარ აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი სამხრეთ მანჩესტერში დავაკავეთ“, - აღნიშნულია მანჩესტერის პოლიციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)