14:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 16:31:44, 496 ნახვა

ავთო საყვარელიძე, რომელიც ბიზნესმენებს ატყუებს, მოვალეთა რეესტრის შავ სიაშია (NS)

ავთო საყვარელიძე, რომლის სასარგებლოდაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი წილოსანისთვის მიყიდული 25% აქციების ხელშეკრულება ბათილად სცნო, მოვალეთა რეესტრშია დარეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ავთო საყვარელიძე 2017 წლის 2 თებერვლიდან ფიქსირდება მოვალეთა შავ სიაში.

პარალელურად, მას შემდეგ რაც საქალაქო სასამართლომ ავთო საყვარელიძის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ეს უკანასკნელი უკავშირდება ბიზნესმენებს და ატყუებს, რომ „ელექტროვაგონმშენებელი ქარხნის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, მაშინ როდესაც საქმე მხოლოდ 25%-ს ეხება, თანაც მისი მიზეზით გაკოტრებული ქარხნის, რომელიც 2008 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

რა გეგმები აქვს საყვარელიძეს ქარხანასთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა "თ.ჯ. თრეიდ"- ს, რომლის სასარგებლოდაც დაკმაყოფილდა სარჩელი და რომელიც ავთო საყვარელიძის კომპანიაა, 28 მილიონი ლარი „ელექტროვაგონშემკეთებლის“ ვალი აქვს, რომელზეც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილება და შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

შესაბამისად, თავად "თ.ჯ. თრეიდი"- ს წინააღმდეგ ხორციელდება სააღსრულებო წარმოება 28 000 000 ლარის ამოღების მიზნით და რომც არ გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კი "თ.ჯ. თრეიდი"-ს საკუთრებაში გადავა 25%, მაშინვე დაყადაღდება და არსებულ ვალში უკან დაუბრუნდება ბადრი წილოსანსა და ქარხანას. ამასთან, ეს კომპანიაც ავთო საყვარელიძის მსგავსად შეყვანილია მოვალეთა რეესტრში - ე.წ. „შავ სიაში“.

ბადრი წილოსანმა ავთო საყვარელიძისგან ერთხელ უკვე წართმეული ქარხანა 2008 წელს 3 500 000  იყიდა. თუმცა, საყვარელიძემ 8 წლის შემდეგ, 2014 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომ მას ქარხანა იძულებით გადააფორმებინეს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ ბადრი წილოსანის ადვოკატები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics