17:36 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერების კონსულტირება გრძელდება
მიშველაძე: კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა, არსებული პროექტის შეჩერებაა

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერებაა“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რამიშვილის განცხადებით, შპს-ს მესაკუთრე დეკანოზს თანხას ყოველთვიურად, ქველმოქმედების სახით ურიცხავდა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე მისი პირადი სულიერი მამა იყო და დეკანოზს კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობები ჰქონდა როგორც სულიერ მოძღვარს.

თურქეთის ხელისუფლებამ საინფორმაციო ტექნოლოგიების 105 სპეციალისტის დაკავების განკარგულება გასცა

თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ საინფორმაციო ტექნოლოგიების 105 სპეციალისტის დაკავების თაობაზე განკარგულება გასცა, - ამის შესახებ თურქეული სააგენტო Anadolu იუწყება.

პროკურორი: მოწმის თქმით, გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში „შპს-ს მამაოდ“ იყო გაფორმებული

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ.

ვიქტორ დოლიძე: ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ

„ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ და თანმიმდევრულ გზას ვადგავართ“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო  უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც ამიერკავკასიაში არასტაბილურობის პროვოცირება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით  ხდება.

იანოშ ჰერმანი: ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევრო გაერთიანება ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.

ხონში იუსტიციის სახლი აშენდება

ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის  მოსახლეობაც შეძლებს.

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის უკან დაბრუნება გამორიცხულია. 

კობახიძე: აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატებზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არაუგვიანეს სექტემბრისა.

ირაკლი კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურა რუსეთს სთხოვს, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურამ რუსეთის პროკურატურას საქართველოს იმ მოქალაქეების ნუსხა გადასცა, რომლებსაც რეგიონში 2008 წელს „სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს, - ამის შესახებ Tass იუწყება.

„თიბისი ბანკი“: თაღლითობისთვის ნასამართლევმა ანზორ ქოქოლაძემ ისევ ცილისწამებას მიმართა

„თაღლითობისთვის ნასამართლევი ანზორ ქოქოლაძე წინასაარჩევნოდ კვლავ გააქტიურდა და ცილისმწამებლური განცხადებების მორიგი ტალღა ააგორა თიბისი ბანკის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული.

კობახიძე: მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს.

აჭარაში დღეიდან სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია ამოქმედდება

აჭარაში დღეიდან სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია ამოქმედდება.

კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი არ იყო მიმართული

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics