|
2017-07-11 15:26:12, 2336 ნახვა
სამართალი
პროკურორი: მოწმის თქმით, გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში „შპს-ს მამაოდ“ იყო გაფორმებული
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ. მისივე თქმით, გიორგი მამალაძე იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის საახალწლოდ პრემიებსაც. „ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს სხვადასხვა სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და უსაფუძვლო გამდიდრებით, მათ შორის საპატრიარქოს ქონების მეშვეობით“, - განაცხადა გუბელაძემ. მისივე ინფორმაციით, დღესვე დაიკითხა საპატრიარქოს ერთ-ერთი იურისტი და სოსო ნადარეიშვილი, რომელსაც პროკურორის განმარტებით გიორგი მამალაძე თავდაპირველად სთხოვდა გველის შხამს. „საპატრიარქოს იურისტმა განმარტა, რომ ბრალდებულის საჯარო განცხადებები სხვადასხვა კორუფციულ სქემებთან და უძრავ ქონებებთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს. ის გახლავთ იურისტი და მან განმარტა, რომ ბრალდებულის ეს განცხადებები არის სიცრუე, დაუსაბუთებელი და საპატრიარქოს ქონებების უსაფუძვლო განკარგვა-განიავება არ ხდებოდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კარგად წარმოჩნდა ბრალდებულის პიროვნება. დავსვით კითხვა, რას აკეთებდა ბრალდებული აღნიშნულ შპს-ში, რატომ იღებდა ყოველთვიურად ხელფასს და მათ შორის საახალწლოდ პრემიებსაც, რას ნიშნავს შპს-ს მამაო და არსებობს თუ არა ზოგადად ასეთი ტერმინი“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ. ამასთან, გუბელაძემ კითხვაზე - თუ რა კავშირი ჰქონდა მიმდინარე საქმესთან ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ჩვენებას, გუბელაძემ განმარტა, რომ არჩილ გამზარდიამ, როგორც ანალიტიკოსმა საკუთარი ვარაუდები გამოთქვა პატრიარქთან დაკავშირებით და ვინაიდან გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად უნდა ჩატარდეს, ყველა მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)