ადვოკატი: ჩვენებებით დასტურდება, რომ შორენა თეთრუაშვილი გასცემს დავალებებს, რომლებიც მის ფუნქციებში არ შედის
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღეს დაკითხულმა საპატრიარქოს ერთ-ერთმა იურისტმა განაცხადა, რომ მას შორენა თეთრუაშვილისგან ქონებრივ საკითხებზე არაერთი დავალება მიუღია.