|
2017-07-11 13:53:42, 810 ნახვა
რეგიონი
აჭარაში დღეიდან სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია ამოქმედდება
აჭარაში დღეიდან სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია ამოქმედდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე სამმხრივი სოციალური დიალოგი ეროვნულ დონეზე ევროპის კონტექსტში. კომისიას ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის აჭარის რეგიონში შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კომისიის მუშაობის პროცესში მთავრობის ჩართულობაზე. ,,მოხარული ვარ, რომ დღეს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო თემის ირგვლივ - აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის მიზნით შევიკრიბეთ. სამმხრივი კომისია უკვე არსებობს ეროვნულ დონეზე და მისი შექმნა აჭარაში ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, მის შესაძლებლობებსა და მზარდ განვითარებას. საკითხები, რომლებზედაც უნდა იმუშაოს აჭარაში დაარსებულმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, საინტერესოა როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გავართმევთ თავს ახალ რეფორმებს, გავაუმჯობესებთ ჩვენი მოქალაქეების შრომით უფლებებს, დავამკვიდრებთ დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტებს" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარაში მოქმედი სოციალური პასუხისმგებლობის სამმხრივი კომისია წარმოდგენილია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების შემადგენლობით. კომისია დაარეგულირებს ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცავს მშრომელთა უფლებებსა და უსაფრთხოებას, განიხილავს შრომით დავებს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საზოგადოებრივი მოძრაობაა და საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანი და ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმომადგენელი ელზა ჯგერენაია, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ კორძაია, შრომის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები ლეო სიბელი და ჟოლტ დუდაში, აჭარის მინისტრთა კაბინეტი და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი. ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო შრომის ორგანიზაცია (ILO) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტრო.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)