17:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 15:36:29, 2643 ნახვა

სამართალი კომენტარი
რამიშვილის განცხადებით, შპს-ს მესაკუთრე დეკანოზს თანხას ყოველთვიურად, ქველმოქმედების სახით ურიცხავდა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე მისი პირადი სულიერი მამა იყო და დეკანოზს კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობები ჰქონდა როგორც სულიერ მოძღვარს.

ამასთან, რამიშვილის თქმით, აღნიშნული კომპანიის დირექტორი პირადი გადაწყვეტილებით ახორციელებდა ქველმოქმედებას და ყოველთვიურად ურიცხავდა გარკვეულ თანხას მამა გიორგი მამალაძეს.

„მოწმემ ბრძანა, რომ მამაო იყო მისი ოჯახის და მისი პირადი სულიერი მამა და შესაბამისად, როცა მოხდა შპს-ს დაფუძნება, კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობები მამა გიორგის ჰქონდა, როგორც სულიერ მოძღვარს. ქალბატონი თავისი პირადი გადაწყვეტილებით, რადგან იყო ამ კომპანიის მესაკუთრე, ქველმოქმედებას ახორციელებდა და შემოწირულობაზე იყო მამა გიორგი,  ყოველთვე ურიცხავდა გარკვეულ თანხას. მან მანამდეც არაერთხელ თქვა, რომ ბევრი სასულიერო პირისთვის გაუწევია ქველმოქმედება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არ არსებობს არავითარი „შპს-ს მამაო“ და გიორგი მამალაძე თანხას ქველმოქმედების სახით იღებდა. „შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი ვიცი, „შპს-ს მამაო“ არ ვიცი“, - აღნიშნა რამიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics