|
2017-07-11 16:26:58, 967 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარს, ამერიკელ პოლიტოლოგს, ლინკოლნ მიტჩელს უმასპინძლა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ლევან იზორიამ ლინკოლნ მიტჩელს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკელ ექსპერტთან. ის კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, დაინტერესებული იყო თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებით. მიმოვიხილეთ ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ამ ჭრილში გავაანალიზეთ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს პასუხი, რამდენად ადეკვატურია ჩვენი რეფორმები ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიასთან და რამდენად ვპასუხობთ იმ გამოწვევებს, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ უსაფრთხოებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და განსაკუთრებით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიც საქართველოს 31 ივლისს ეწვევა. ლინკოლნ მიტჩელი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფება. ამერიკელი მკვლევარი ყოველწლიურად თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაშიც რეგულარულად მონაწილეობს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)