|
2017-07-11 17:31:15, 1094 ნახვა
სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ლუდსახარში „ზედაზენი“ მოინახულეს. გორის რაიონის მცხოვრები სამხედროების შვილები წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოზარდებმა არმაზში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალიც მოინახულეს და არმაზისხევს-პიტიახშების რეზიდენცია, ასევე სამაროვანი დაათვალიერეს. მოგვიანებით, ბავშვებს კომპანია „ვენდისმა“ უმასპინძლა. ბავშვები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „ზედაზენის“, „ვენდისისა“ და ქალთა საქველმოქმედო ფონდ „ვიქტორიას“ წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი მედიცინის დარგში ფრენსის ბანისტერი, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)