|
2017-07-11 17:24:29, 2447 ნახვა
საზოგადოება
პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მორიგ უფასო კონსულტაციას ჩაატარებს
პაციენტების თხოვნით, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მორიგ უფასო კონსულტაციას გამართავს. ქირურგი დაინტერესებულ პირებს 15 ივლისს, 11:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, 1 აპრილიდან მოყოლებული დღემდე, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტებს პერიოდულად უწევს უფასო კონსულტაციებს და უკვე არაერთი წარმატებული რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაცია ჩაატარა 20 %-იანი ფასდაკლებით. ცენტრის გადაწყვეტილებით, ამჯერად 20%-იანი ფასდაკლებით მხოლოდ სტუდენტები ისარგებლებენ. ფასდაკლების აქცია გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და იგი ვრცელდება ნებისმიერი სახის პლასტიკურ ოპერაციაზე. გარდა ამისა, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პლასტიკურ ოპერაციებზე 1-წლიანი განვადება მოქმედებს. საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას პლასტიკური ქირურგიის განყოფილება 2017 წლიდან დაემატა, სადაც, ექიმ გუგა კუზანოვის განცხადებით, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის ოპერაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდეს და პაციენტებს აღარ მოუწიოთ ოპერაციებისთვის თბილისში ჩამოსვლა, რაც, გარდა დისკომფორტისა, საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოპერაციების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია: დამწვრობისა და ტრავმების შემდგომი ქირურგია; თანდაყოლილი ნაპრალების ქირურგია (კურდღლის ტუჩის და მგლის ხახის კორექცია; რინოპლასტიკა (ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რა დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც – სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია); სახის დაჭიმვა (ფეისლიფტინგი. სახის ცირკულარული დაჭიმვა, სახის ზედა მესამედის დაჭიმვა); ბლეფაროპლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების ესთეტიკა); აურიკულოპლასტიკა (რომელიც საშუალებას იძლევა, გასწორდეს ყურის ნიჟარის ფორმა, შეიცვალოს მისი ზომა, ასევე აღგეს ყურის ნიჟარა, მისი არარსებობის შემთხვევაში); ტუჩის ზომის და ფორმის კორექცია; სახის კონტურების კორექცია (სახის ფორმის და ოვალის კორექცია); მამოპლასტიკა; ლიპოსაქცია; აბდომინოპლასტიკა; ინტიმური ქირურგია (სასიცხო ბაგეების კორექცია, ფალოპლასტიკა); რეპლანტაცია; სახის რეკონსტრუქციული ქირურგია; თავის და კისრის რეკონსტრუქცია; მკერდის რეკონსტრუქცია; რეკონსტრუქციული ორთოპედია და სხვა.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)