ბიძინა ივანიშვილი: არჩევნებში, ქვეყნის სიყვარულის გარდა, პირადი ინტერესი არ გამაჩნია
პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, საკმაოდ კარგი ანალიზისა და მენეჯმენტის უნარი გამოვავლინე და სწორად ამიტომ, მინდა ამომრჩევლებს, ჩემი ანალიზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში დავეხმარო, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ის ახალ გადაცემაში განაცხადა.