20:01 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 19:43:39, 239 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს, 19:00 საათზე დასრულდა 5 ოპოზიციური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, “ფედერალისტები“) აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელზე შუამდგომლობების განხილვა. 

პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მოწმის სახით გამოძახება მოითხოვა ამავე პარტიის ლიდერმა ანა წითლიძემ, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელია. მისი არგუმენტები განავრცო იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა:

„მთელი კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც ქალბატონმა [თეა] წულუკიანმა გამოიძახა პარლამენტში [დროებითი კომისიის სხდომაზე] - იქ ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი, როცა მოწმეს უჭირდა, ქალბატონი წულუკიანი აწვდიდა აზრებს ან აძლევდა მიმართულებას. ზოგი ირიბი მოწმე იყო, საერთოდ არ იყო იმ ადგილზე, არ იყო ინფორმირებული - მაგრამ ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა საკონსტიტუციო სარჩელი...

[„ნაციონალური მოძრაობის“] ამ ხუთ წარმომადგენელს არ გააჩნია პირველადი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით - ეს ცოდნა გააჩნია მიხეილს სააკაშვილს.

თუ სასამართლოს სურს, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“, - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით საქმის განხილვის დასრულებამდე სხდომათა დარბაზიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის მოწმედ გამოძახებას მოითხოვდა.

„ვინაიდან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს დაახლოება [რუსეთთან], ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები: პირველად - ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს“, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ის რამდენიმე წუთში „პოლიტიკური განცხადებების“ გაკეთების საბაბით გააძევეს.

„ნაციონალური მოძრაობა“, ივანიშვილის გარდა, ითხოვდა მინისტრების, გივი მიქანაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ზურაბ პატარაძის, დავით სონღულაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, გეკა გელაძის დაბარებას იმ მოტივით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მუშაობდნენ სხვადასხვა პოსტზე.

„აქ ხო სისტემურ დანაშაულებზეა საუბარი, რაც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა... აი ეს ადამიანები მაგ დროს მუშაობდნენ სისტემაში. თუ სისტემური დანაშაულებისთვის უნდა აგვკრძალოთ და მიიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაშინ საინტერესოა, ამ ადამიანებმა გვიპასუხონ - მართლა სისტემური იყო თუ არა დანაშაული“, - თქვა ანა წითლიძემ.

მოსამართლეთა კოლეგიამ არცერთი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდოამრე ნიკა გვარამია ამბობს, რომ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის დასკვნაც ხუთი პარტიის გასაუქმებლად სასამართლოში წარდგენილი სარჩელის საფუძველია, კონსტიტუციის უგულებელყოფით იყო შექმნილი, მის მიერ შექმნილი დასკვნა კი სასამართლოსთვის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებაა.

მისი თქმით, სარჩელის 95% ამ კომისიის დასკვნას ემყარება მაშინ, როცა ის კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა:

„მოხდა ისე, რომ დასკვნა მიღებული იქნა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ის კონსტიტუციის შეუსაბამო კი არა, ანტიკოსნტიტუციურია - კონსტიტუცია არის უგულებელყოფილი და უმცირესობის ინსტიტუტი ქცეულია ანტიკონსტიტუციურად, მის წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად“, - თქვა გვარამიამ და დასძინა, რომ კომისიის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი წევრთა ნახევარი იქნებოდა ოპოზიციით დაკომპლექტებული, „თუკი ეს რაიმე მიზეზით ვერ სრულდება, კომისია ვერ იქმენა“.

„ქართული ოცნების“ ლიდერი, არჩილ გორდულაძე ამტკიცებდა, რომ დროებითი კომისია კანონმდებლობის დაცვით შეიქმნა, რადგან პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს მასში ჩართვა შეეძლო.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics