უსუფაშვილი: ვერ გადავდგით ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი იყო
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავდგით ის აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, სახელმწიფოს ფუნდამენტის გამყარებისკენ, რაც დაგეგმილი იყო 2012 წელს და 2012 წლის შემდგომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.