|
2017-02-16 17:09:06, 1538 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ორმხრივი შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან გამართა. ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემები უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის ახლახანს ხელმოწერილი სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, საქართველოში ერთობლივი საბრძოლო სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება იყო. შეხვედრის დროს ლევან იზორიამ და კენეთ ჰენდელმანმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიმართ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უქმნის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებას. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო ძლიერ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების პროცესს, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს, საერთაშორისო მისიებსა და აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს. ლევან იზორიამ ნატოს შტაბ-ბინაში უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები ლიტვის და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. დღესვე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)