კობახიძე ბობოხიძეს: ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე ცუდი წარმოდგენა გაქვთ
„მათემატიკაში ისევე ატყუებთ ხალხს, როგორც პოლიტიკურად. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე“,-ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძეს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მუსოლინის საარჩევნო სისტემას სთავაზობს.