ბერძენიშვილი: მისასალმებელია, რომ უსუფაშვილი იქნება პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რას აპირებს, ვერ გავიგე
„მე დღეს ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი, ჯერჯერობით შესაფასებელი არაფერია“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ყოფილი თანაგუნდელის დავით უსუფაშვილის ინიციატივას, ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.