02:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 12:33:09, 2257 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით 11 700-მა მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებიტ, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით 11 700 მოქალაქემ ისარგებლა.

მინისტრის ინფორმაციით, საზღვრიდან მხოლოდ 26 მოქალაქე მოაბრუნეს.

როგორც ჯანელიძემ განმარტა, დაბრუნების ძირითადი მიზეზი, არასაკმარისი დოკუმენტაცია იყო. 

"ათეულობით ადამიანი მობრუნებული იქნა საზღვრიდან, იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ სრულყოფილი დოკუმენტაცია. მაგრამ ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციის პროცესით", - აღნიშნა ჯანელიძემ. 

მიხეილ ჯანელიძე უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და მოქალაქეებს შენგენის ზონაში წესების დაცვით მოგზაურობა ურჩია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics