05:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 19:01:05, 2149 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აკაკი ზოიძე: დღეს ჩვენ ვიღებთ საშვილიშვილო გადაწყვეტილებას

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტზე  თანამომხსენებლის აკაკი ზოიძის განცხადებით, მსოფლიოში თამბაქოს ინდუსტრიის ომის მსხვერპლი  წელიწადში 6 მილიონი ადამიანია.

მისივე თქმით, ამ ომში საქართველო ყველა ქვეყანაზე მეტად აგებს. მან კოლეგებს მოუწოდა, შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ და მომავალი თაობის  სიცოცხლე გადაარჩინონ:

 „მსოფლიოში დღეს გლობალური ომი მიმდინარეობს. ომი, რომლის  მსხვერპლი გახლავთ 6 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად, ომი, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიისთვის ტრილიონობით შემოსავალი მოაქვს და 35 მილიარდიანი წმინდა მოგება. შესაბამისად, თითოეული ამ ინდუსტრიის მიერ მოკლულ ადამიანზე 6000 დოლარი. დაუფიქრდით ამ ციფრებს. ამ ომში საქართველო ყოველწლიურად 11 000 ადამიანს კარგავს. აქედან 3 000 ადამიანს, რომელსაც შეგნებული გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული რომ არ მოეწია, ეცხოვრა ჯანსაღი ცხოვრებით, უნდოდა რაც შეიძლება დიდხანს ეცხოვრა. აქედან 300 ბავშვია. ამ ომში ყოველწლიურად საქართველო ნახევარ მილიარდ ლარს კარგავს. საქართველო ამ ომში ყველა ქვეყანაზე მეტად აგებს. დღეს ჩვენ ვიღებთ საშვილიშვილო გადაწყვეტილებას“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ცვლილებებს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics