09:33 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 17:55:02, 2837 ნახვა

მსოფლიო
შესყიდვების მენეჯერების ინდექსი იაპონიაში, ინგლისსა და ევროზონის ქვეყნებში კრიტიკულად მცირდება

ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ზეგავლენა მას შემდეგ უფრო მკაფიო გახდა, რაც უდიდესი ბიზნესები იაპონიაში, ინგლისსა და ევროზონაში კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანამ დახურა მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები, შეზრუდეს, აკრძალეს ავიამიმოსვლა და უკიდურეს ზომებს მიმართეს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შეენელებინათ, რამაც მათი ქვეყნების ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ამან გამოიწვია ის, რომ შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI) ბოლო ათწლეულის განმავობაში ყველაზე მეტად დაეცა.

ამ ფონზე ბრიტანეთის flash PMI მომსახურების სექტორისთვის, რომელიც რესტორნებს, სასტუმროებსა და ბანკებს მოიცავს და ინგლისის ეკონომიკის თითქმის 80%-ს შეადგენს, 50.0-დან  35.7-ზე დაეცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინდექსის ამგვარი ვარდნა ბევრად აღემატებოდა 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ინდექსის შემცირებას. საუბრობენ იმაზეც, რომ ამის მიზეზია სერვისების მიწოდების შეწყვეტა და ის, რომ საქონელზე მოთხოვნა მცირდება.

ინდექსი რეკორდულად შემცირდა გერმანიაშიც და მან 34.5-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი თებერვალში 52.5 იყო.

ევროზონაში კი, შესყიდვების მენეჯერების ინდექსი 51.6-დან 31.4-მდე შემცირდა.

იაპონიის მომსახურების სექტორის PMI 35.8-მდე დაეცა, წინა თვეში კი ეს ინდექსი 47.0 იყო.

ეკონომისტები მსოფლიო მასშტაბით ალაპარაკდენენ იმაზე, რომ იაპონიაში ინდექსის ამგვარი ვარდნა შემაშფოთებელია, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით იაპონიაში კორონავირუსთან ბრძოლის დროს შედარებით მსუბუქი შეზღუდვები გამოიყენეს. ამიტომ ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ევროზონის ქვეყნებში ეს ინდექსი მომდევნო კვირების განმავლობაში უფრო მეტად დავარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics