22:52 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-24 22:33:50, 279 ნახვა

ევროპის ამბები
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ დათანხმდა შიმშილობის შეწყვეტას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, ოლეშკის ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისის გამო. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

მან განაცხადა, რომ პარასკევს საღამოს ესაუბრა პიჩერნოს და მოუწოდა მას, შეეწყვიტა შიმშილობა ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების საკითხებში მიღწეული პროგრესის გამო.

„პინა პიჩერნო დათანხმდა შიმშილობის შეწყვეტას“, - დაწერა ლუბინეცმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შიმშილობის გაგრძელება უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპელი პოლიტიკოსის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ოლეშკის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მომზადების კუთხით.

თავად პიჩერნომ დაადასტურა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე და მადლობა გადაუხადა უკრაინის ომბუდსმენს.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა 21 ოქტომბერს შიმშილობა გამოაცხადა, რითაც პროტესტი გამოთქვა ოლეშკიში, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. ერთი დღით ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა უზრუნველყო რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ქალაქში, რომელიც ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics