21:01 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 20:46:53, 207 ნახვა

ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 29 ოქტომბრიდან შევა. ის აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია ტრამპი აშუალებდა.

„ალეშკში სიტუაცია კრიტიკულია. ალეშკი კატასტროფის ზღვარზე მყოფი ფრონტის ხაზის ქალაქია. ალეშკის დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმული ადამიანები არიან, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი. ალეშკის მაცხოვრებლებს შეზღუდული აქვთ ელექტროენერგია, ცხოვრობენ დანაღმულ გზებზე და რეგულარულად ექვემდებარებიან სამხედრო თავდასხმებს. აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მოხუცების ევაკუაცია“, - აღნიშნა ტრამპმა.

რუსეთმა ოკუპირებულ ალეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა „ჰუმანიტარული ოპერაციის“ ჩასატარებლად. ის 27 ოქტომბრის ღამეს დაიწყება.

ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

„ხერსონის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტა 27 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დილის 4:00 საათზე ამოქმედდება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ორგანიზებას გაუწევენ საინჟინრო დაზვერვას და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული კოლონის უსაფრთხო გადაადგილებას ხერსონის ოლქის სოფელ ოლეშკიში“, - აღნიშნა მან.

ადრე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების შესახებ ოკუპირებულ ოლეშკიში ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics