21:13 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-24 20:57:21, 221 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის

პარტიების აკრძალვის შემდეგ, უკვე ყველა ინდივიდუალურად ავიკრძალებით - ასეთია ახალი კანონი და საკონსტიტუციოს მიერ პარტიების გაუქმება პრაქტიკულად ავტომატურად გამოიწვევს ამ შედეგს - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, ხვალ თსუ-ის პირველ კორპუსთან დაგეგმილი აქციით პროტესტის ახალი ფაზა იწყება.

2 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, აქ ვინც ვიყავით - გინდა სცენაზე ვინც ვიდექით და გინდა სკამებზე ვისხედით - ყველას აგვკრძალავენ  აქ არიან გულანთებული პატრიოტები და წესიერი პროფესიონალები, ვისაც უფლება აღარ ექნება სამშობლოს სამსახურში ოფიციალურად ჩადგეს.

და ეს იმ ადამიანთა ალბათ მეათედია, ვინც მხოლოდ ჩვენი კოალიციის გამო აიკრძალება. და ასეთი კიდევ 3 სუბიექტია 

დიახ, პარტიების აკრძალვის შემდეგ, უკვე ყველა ინდივიდუალურად ავიკრძალებით - ასეთია ახალი კანონი და საკონსტიტუციოს მიერ პარტიების გაუქმება პრაქტიკურლად ავტომატურად გამოიწვევს ამ შედეგს. დიახ, ასი ათასობით ადამიანს პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ ექნება. თან შერჩევით - მხოლოდ მათ, ვისაც ბიძინა გადაწყვეტს. დიახ, პოლიტიკის კეთების ლიცენზიას ამიერიდან ივანიშვილი გასცემს.

არ აგერიოთ, ხმის მიცემა გაცილიებით მეტ ადამიანს ან აღარ შეუძლია, ან აზრს ვერ დაინახავს, რადგან მათი ფავორიტი პარტიები ბიულეტენში არ იქნებიან. ასეთი უკვე საქართველოს მილიონ ნახევრამდე ადამიანია, ოპოზიციის ასაკრძალი სუბიექტების ამომრჩეველს და ემიგრანტებს თუ დავაჯამებთ.

პოლიტიკური ლიდერების, მოქმედი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გარდა, პოლიტიკაში ყოფნა ეკრძალებათ ე.წ. დაკავშირებულ პირებსაც: სრულიად განუსაზღვრელ პირთა წრეს, რომლებადაც შეიძლება ჩაითვალონ, მაგალითად, ყველა ჩემი ოჯახის წევრი, არასრულწლოვანი შვილებიც კი (რომლებმაც ქართული შესანიშნავად იციან, ქოცებო, რა სამარცხვინო ნაძირლობებსაც არ უნდა წერდეთ მათზე), ჩემი მეგობრები, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჩემი გათავისუფლება მოუთხოვია, პარტიისთვის ფული შემოუწირია, ჩემი მხარდამჭერი კომენტარიც კი გაუკეთებია და ასე შემდეგ და შეუზღუდავად.

ასე რომ, პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა.

ხვალ, 7ზე, თსუ პირველ კორპუსთან! ვიწყებთ პროტესტის ახალ და, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას:

საქართველო ივანიშვილის გარეშე!

ps როცა ცვლილების ყველა არხი იხშობა, მდინარე იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ჯებირი გაარღვიოს. ეს უნდა გვახსოვდეს" | წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics