22:58 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-24 22:46:15, 217 ნახვა

ევროპის ამბები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო

ჯორდან ბარდელა ხელახლა აირჩიეს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ (RN) თავმჯდომარედ, რომელიც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, იუწყება France 24.

ორლეანში პარტიის ყრილობაზე მან ხმების 98.98% მიიღო და ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

„მარინის ელიზეს სასახლეში მოსაყვანად, მჭირდები“, - განუცხადა ბარდელამ პარტიის რამდენიმე ათას მხარდამჭერს, გულისხმობდა მარინ ლე პენს, რომელიც 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.

ბარდელა „ეროვნულ გაერთიანებას“ 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ასევე ევროპარლამენტის წევრია. პარტია 1972 წელს დაარსდა და საფრანგეთის ულტრამემარჯვენეობის ერთ-ერთ წამყვან ძალად ითვლება.

ორლეანში ყრილობა ფრანგული მემარცხენეების წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული ულტრამემარჯვენეების საწინააღმდეგო დემონსტრაციის ფონზე გაიმართა. ბარდელა კვირას „ზენიტ დ’ორლეანში“ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ლე პენი გამოვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics